დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ჯარისკაცებს - როდესაც თქვენი იმედი გვაქვს, თქვენც უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი, იმედი პოლიტიკოსების, რომლებიც ბოლომდე თქვენ გვერდში ვიდგებით
ავტორი:
2018/აპრილი/30 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/margvelashvili-armia-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490550-giorgi-margvelashvili-jariskacebs-rodesac-thqveni-imedi-gvaqvs-thqvenc-unda-gqondeth-chveni-imedi-imedi-politikosebis-romlebic-bolomde-thqven-gverdshi-vidgebith.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი ჯარისკაცებს - როდესაც თქვენი იმედი გვაქვს, თქვენც უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი, იმე...", "datePublished": "2018-04-30 08:45:01", "dateModified": "2018-04-30 08:45:01", "description": "დღესაც, როდესაც ჩვენი სამშობლოს დაცვის წინაშე ყოველდღიურად ვდგავართ, როდესაც თქვენი იმედი გვაქვს, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/margvelashvili-armia-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დღესაც, როდესაც ჩვენი სამშობლოს დაცვის წინაშე ყოველდღიურად ვდგავართ, როდესაც თქვენი იმედი გვაქვს, თქვენც უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი, იმედი პოლიტიკოსების, რომლებიც ბოლომდე თქვენ გვერდში ვიდგებით, - ასე მიმართა ქართველ ჯარისკაცებს და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

"დღესაც, როდესაც ჩვენი სამშობლოს დაცვის წინაშე ყოველდღიურად ვდგავართ, როდესაც თქვენი იმედი გვაქვს, თქვენც უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი, იმედი პოლიტიკოსების, რომლებიც ბოლომდე თქვენს გვერდში ვიდგებით. ყოველთვის იქნება ჩვენთვის მთავარი ამოსავალი, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლის გარეშე. ამ გადაწყვეტილებაში, ამ სიმტკიცეში ჩვენ გვაძლიერებს თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი საბრძოლო შემართება და ერთგულება სამშობლოსადმი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ შეიარაღებული ძალების აღდგენით მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ გააჩნია უნარი იყოს დამოუკიდებელი.
"გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ დღეს, როდესაც საქართველომ აღადგინა შეიარაღებული ძალები და მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია უნარი იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და არა მარტო განაცხადოს ეს, არამედ დაიცვას ეს არჩევანი. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს იმ დღეებისთვის და წლებისთვის სამსახურისა, როდესაც მოგვეცით შესაძლებლობა გვეცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოში. ჩვენი უნარი ვაშენოთ სახელმწიფო, დამოკიდებულია იმ შრომაზე, რომელსაც ყოველდღიურად გასცემთ. მადლობა მინდა გითხრათ იმ სიამაყისთვის, რომლითაც ვივსები საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრისას, იმ სიმტკიცისთვის, რომელსაც იჩენთ და იჩენდნენ თქვენი თანამებრძოლები წლების განმავლობაში საერთაშორისო მისიებში და მაღლა აღმართავდით ჩვენი სამშობლოს დროშას",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისას და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ჯარისკაცებს.

"თქვენთან ერთად მინდა გავიზიარო ის ტკივილი, რომელმაც არაერთხელ შეძრა სამწუხაროდ ჩვენი სამშობლო და დაატირა ის ოჯახები სადაც მებრძოლები ვეღარ დაბრუნდნენ. წელს აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წელს. მე არ შემიძლია დღეს ხაზი არ გავუსვა თქვენ თანამებრძოლებს, რომლებიც 100 წლის წინ ყველაზე მტკიცე ჯგუფი აღმოჩნდა მაშინდელი საქართველოსი. მათ ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის დასაცავად, აღაფრთოვანეს თანამედროვე ახალგაზრდობა, რომ არა მხომოდ ჯარისკაცები და სამხედრო პირები, არამედ მოქალაქეები, ქალბატონები იდგნენ მათ გვერდით, თბილისის დასაცავად. დღეს როდესაც ისტორიას ვაფასებთ შეგვიძლია ნათლად ვთქვათ, რომ მაშინ შესაძლოა ყველამ ვერ გაუძლო გამოწვევას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა, მაგრამ ჩვენმა გენერლებმა ბოლომდე გასწიეს სამსახური ქვეყნის წინაშე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 508
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია