დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მთავარსარდალს შეხვდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/04 17:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მთავარსარდალს, გენერალ ჯეიმს ამოსის შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს და ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტარტეგიული პარტნიორია. მან მადლობა გადაუხადა გენერალ ჯეიმს ამოსის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მისივე თქმით, საქართველო ასევე დიდად აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურ მხარდაჭერას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უელსში მიმდინარე ნატო-ს სამიტს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ალიანსისგან გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს მიიღებს, რაც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას.
მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ სულ მალე საქართველოს აშშ–ს თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი ეწვევა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ამერიკის, როგორც მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერის.
საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, კერძოდ, უკრაინაში არსებულ კრიზისს.
გენერალი ჯეიმს ამოსი 2010 წლიდან აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მთავარსარდალია. იგი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყველა დონეზე მსახურობდა. იყო იტალიაში, ნატო-ს საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილე, საიდანაც კოსოვოში ნატო-ს ცენტრის ქვეითთა კორპუსს მართავდა. 2000 წელს ჯეიმს ამოსი გადაიყვანეს პენტაგონში და დაინიშნა ავიაციის მეთაურის მოადგილედ, მოგვიანებით კი ჯერ დაგეგმვისა და პოლიტიკის მეთაურის, შემდეგ სპეციალური ოპერაციებისა და პენტაგონის საზღვაო მეთაურის მოადგილედ. 2003-2004 წლებში მსახურობდა ოპერაციის – "თავისუფლება ერაყს" მესამე საზღვაო ფლოტის მეთაურად.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია