დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით მათიკაშვილი - “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებულ ვეტოს ძალიან კრიტიკულად მივუდგები
ავტორი:
2018/იანვარი/12 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/matikashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472800-davith-mathikashvili-mautsyeblobis-shesakheb-kanonproeqtthan-dakavshirebul-vetos-dzalian-kritikulad-mivudgebi.html", "headline": "დავით მათიკაშვილი - “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებულ ვეტოს ძალიან კრიტიკულად მივუდ...", "datePublished": "2018-01-12 11:11:04", "dateModified": "2018-01-12 11:11:04", "description": "“მაუწყებლობის შესახებ” კანონს პირადად მე მხარი დავუჭირე - შესაბამისად, თუკი ამ კანონპროექტს ვეტოს და...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/matikashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “მაუწყებლობის შესახებ” კანონს პირადად მე მხარი დავუჭირე - შესაბამისად, თუკი ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებენ, ვეტოს ფარგლებში წარმოდგენილ შენიშვნებს ძალიან კრიტიკულად მივუდგები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

მათიკაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამოსავალი წერტილი არ იქნება ის, რომ საკანონმდებლო ინიციატივას წამყვანი კომიტეტი უარყოფითად აფასებს და პროექტს მხარს არ უჭერს.

“რა თქმა უნდა, ვეტოს შემთხვევაში შენიშვნებს გავეცნობით და ვიფიქრებთ, რა კონტენტია შენიშვნების ქვეშ გათვალისწინებული, თუმცა პირადად მე ამ კანონპროექტს მხარი დავუჭირე და ეს არის მცდელობა იმისა, რომ უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნას. ამიტომ ჩემი განწყობა ვეტოსთან მიმართებით არის უარყოფითი. შესაძლებელია პარლამენტის წამყვანმა კომიტეტმა ესა თუ ის კანონპროექტი უარყოფითად შეაფასოს, თუმცა პროექტი მაინც იყოს მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ. აქ საუბარი არ არის, ვინ რა დასკვნა გააკეთა. ჩვენ ერთობლიობაში შევაფასეთ პროექტის ყველა სეგმენტი და ისე დავუჭირეთ მხარი. შესაბამისად, ვეტოს არსებობის პირობებში მხოლოდ ეს ფაქტი არ იქნება ამოსავალი წერტილი. ჩვენ იმ მოსაზრებებით ვიხელმძღვანელებთ, რაც ჩვენ გაგვაჩნია“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რაზეც კერძო ტელევიზიები პრეზიდენტისგან ვეტოს გამოყენებას ითხოვენ, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია