დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს
ავტორი:
2014/აგვისტო/30 12:30:02
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე 1-4 სექტემბერს ევროპარლამენტში სამუშაო შეხვედრებს გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბრიუსელში ვიზიტისას დეპუტატი ევროპელ კოლეგებთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებს და ევროკავშირში საქართველოს საკითხზე მომხსენებელს, ანდრეის მამიკინს შეხვდება.
1-2 სექტემბერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც უკრაინაში, ერაყში, ღაზასა და ლიბიაში მიმდინარე მოვლენებთან ერთად, საქართველოს საკითხის განხილვა მოხდება.
კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი მოხსენებით წარსდგება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ვიქტორ დოლიძის და ახლად არჩეული ევროპელი პარლამენტარების ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია