დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ამომრჩევლის იდენტიფიცირებისას მის მიმართ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, საქმეში პოლიცია აღარ ჩაერთვება
ავტორი:
2014/მარტი/14 18:00:02
საარჩევნო დღეს, ამომრჩევლის იდენტიფიცირების პროცესში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, საქმეში პოლიცია აღარ ჩაერთვება. ამასთან, მხოლოდ საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა ეჭვის საფუძველზე არ მოხდება ამომრჩევლისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა – თუ მის ვინაობას ამავე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ორი ამომრჩეველი დაადასტურებს, მას ხმის მისაცემად საარჩევნო ბიულეტენს მისცემენ.
არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციასთან დაკავშირებული მუხლი, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას მიღებული ცვლილებების ფარგლებში დაამტკიცა, იცვლება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
"საარჩევნო კოდექსში" ჩაიწერა ახალი ნორმა რომლის მიხედვით, თუ ამომრჩევლის სახეს, მის საიდენტიფიკაციო დოკუმენტსა და საარჩევნო სიას დართულ ფოტოსურათს შორის რეგისტრატორსა და საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს ეჭვი გაუჩნდებათ, ასეთ ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენი არ მიეცემა. ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ კი პოლიციას ეცნობება. თავდაპირველად განიხილებოდა ვერსია, თავად ასეთი პირის პოლიციისთვის დაუყონებლივი წარდგენის შესახებ, თუმცა საბოლოოდ, პოლიციისთვის ინფორმაციის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.
პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამ პროცედურას სხვაგვარად განსაზღვრავს.
"ახალი პროცედურა იქნება ის, რომ არ იქნება არანაირი კონტაქტი პოლიციასთან ინფორმაციის გადაგზავნის თვალსაზრისითაც კი. ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას, როცა გაჩნდება ეჭვი ამომრჩევლის იდენტურობის თაობაზე, შესაბამისი მასალის ასლები გადაეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც არჩევნების შემდგომ 40 დღის განმავლობაში განიხილავს საკითხს. თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დონეზეც გაჩნდება საფუძველი იმისა, რომ ადგილი ჰქონდა სხვის ნაცვლად ხმის მიცემის მცდელობას, ასეთ შემთხვევაში მოეკითხება კონკრეტულ პირს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, თუ საარჩევნო კომისიის რეგისტრატორის და თავმჯდომარის ეჭვის შემდგომ ამავე უბნის ორი ამომრჩეველი პირის ვინაობას დაადასტურებს, ასეთ შემთხვევაში ის საარჩევნო ბიულეტენს მიიღებს", – განმარტა დავით უსუფაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 927
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია