დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ ხმალაძე - "რესპუბლიკელები" პრეზიდენტის არც შენიშვნებს და არც ვეტოს დაძლევას დაუჭერენ მხარს
ავტორი:
2014/ნოემბერი/30 17:00:02
"რესპუბლიკელების" ფრაქცია პრეზიდენტის შენიშვნებს მხარს ვერ დაუჭერს, თუმცა არც ვეტოს დაძლევას დაუჭერენ მხარს. ამის შესახებ "რესპუბლიკელების" წარმომადგენელმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ დეპუტატებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შეთავაზებები გააცნო.
ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრა პრეზიდენტის შეთავაზებებში ყველაზე დადებით და უარყოფით მხარეებზე. დეპუტატის აზრით, პრეზიდენტის შეთავაზებაში დადებითია ის, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მაკონტროლებელი ფუნქცია სრულად არის აღდგენილი.
"ეს უდავოდ დადებითია და აქ ინტერესთა კონფლიქტი უკვე აღარ გვექნება. ვფიქრობ, რომ ე.წ. ორეტაპიანი კონტროლის სისტემა გავრცელებულია არა მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობებზე, არამედ ინტერნეტ ურთიერთობებზე და ესეც მნიშვნელოვანია.
მესამე – მნიშვნელოვანია და დადებითია ის, რომ მონაცემთა ბანკების უკონტროლო კოპირება აღარ იქნება შს სამინისტროს სისტემაში. დღევანდელი მდგომარეობით, რომელზეც ვეტოა დადებული, შს სამინისტროს ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტს უფლება აქვს მოახდინის სრული კოპირება მონაცემებისა, როგორც ჯიესემ ოპერატორების სისტემიდან, ასევე ინტერნეტ სისტემიდან. იმავდროულად განსაზღვრული არ არის, რას მოიცავს მონაცემთა ბანკი", - განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება ხარვეზებს, ყველაზე მნიშვნელოვან ხარვეზად "რესპუბლიკელების" წარმომადგენელი პროცესში სასამართლოს მონაწილეობას მიიჩნევს.
"სრულიად გაუგებარია და აბსოლუტურად მიუღებელი მოსამართლის მოქმედება იმ დროს, როდესაც საქმე ეხება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევას, როდესაც პროკურორის დადგენილების საფუძველზე მოსამართლემ თვალდახუჭულმა უნდა გახსნას წვდომა. შემდეგ, 24 საათის განმავლობაში უნდა შეამოწმოს პროკურორის დადგენილების კანონიერება. წარმოდგენილი შენიშვნების მიხედვით წვდომის გახსნის ეს ფუნქცია ვერ იქნება გადატანილი სხვა რაღაც ტექნიკურ პერსონალზე, იმიტომ, რომ შენიშვნებში წერია - სასამართლო აკეთებს ამას", - განაცხადა ხმალაძემ.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, "რესპუბლიკელები" პრეზიდენტის შენიშვნებს მხარს ვერ დაუჭერს, თუმცა არც ვეტოს დაძლევას დაუჭერენ მხარს, ვინადიან მიიჩნევენ, რომ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონი არასწორია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1011
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია