დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ქეთრინ ეშტონს შეხვდა
ავტორი:
2014/აგვისტო/28 12:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე რუმინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს რუმინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების შეხვედრაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ქეთრინ ეშტონთან და მოლდოველ კოლეგა ნატალია გერმანთან ერთად რუმინეთის ამბასადორიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.
ამბასადორიალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიამდე გაიმართა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის, მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ნატალია გერმანის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტიტუს კორლეცეანის შეხვედრა.
ამბასადორიალის გახსნის ცერემონიაზე რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართველ და მოლდოველ კოლეგებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. რუმინელ დიპლომატებს მიმართა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა, მან რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. გამოსვლის დასასრულს მან დიპლომატების შეკითხვებს უპასუხა.
ამბასადორიალის მონაწილეებს დღესვე სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. რუმინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი პირისპირ შეხვედრა რუმინელ კოლეგასთან, ასევე რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია