დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკიის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2018/აპრილი/18 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/qumsishvili2_ec272.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488721-dimitri-qumsishvili-aziis-ganvitharebis-bankiis-tsarmomadgenlebs-shekhvda.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკიის წარმომადგენლებს შეხვდა", "datePublished": "2018-04-18 14:09:05", "dateModified": "2018-04-18 14:09:05", "description": "პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/qumsishvili2_ec272.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ვერნერ ლიპახსა და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. საუბრისას აქცენტი გაკეთდა იმ მიმართულებებზე, რომელთაც აზიის განვითარების ბანკი პრიორიტეტულად მიიჩევს. კერძოდ, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, პროფესიული განათლების პროგრამების მხარდაჭერას და სხვ. საუბარი შეეხო ასევე მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული აზიის განვითარების ბანკი. კერძოდ, საპენსიო რეფორმასა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას.

სამინისტროს ინფორმაციით, ბანკი დადებითად აფასებს პროექტების განხორციელებას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია