დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სომხეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ავტორი:
2014/აგვისტო/21 14:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს , ზვარტნოცის აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა - შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.
საქართველოს დელეგაციას სომხეთის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი მთავრობის წევრებთან ერთად დახვდა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე შედიან. ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომეხი კოლეგის მიწვევით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1071
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია