დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა
ავტორი:
2014/იანვარი/25 11:00:02
გუშინ თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. უმცირესობის წევრები სხდომაზე არ მივიდნენ, თუმცა სხდომას ესწრებოდა უმრავლესობის 15 დეპუტატი.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, ისინი მივიდნენ, რათა კვორუმი შემდგარიყო, თუმცა  უმცირესობის გამოუცხადებლობის გამო ქვორუმი არ შედგა და შესაბამისად, სხდომა ჩაიშალა.
"მე მივიღე ორი წერილი, ერთი მერიისგან და ასევე 17 დეპუტატისგან, რომლითაც ისინი ითხოვდნენ დაუყოვნებლივ საკრებულოს სხდომის დანიშვნას. მივიღე გადაწყვეტილება და გონივრულ დროში, სხდომის დამთავრებიდან 2 საათში დავნიშნე რიგგარეშე სხდომა. ნაკლებად მაინტერესებს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახვლედიანის ბოდვა, მაგრამ ჩემს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ საკრებულოს უმცირესობის მოსვლა-არმოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ირაკლი აბესაძე ავრცელებს. ეს ადასტურებს, რომ უმცირესობა მერიიდან იმართება და ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი. ჩვენ ვიყავით მომზადებული და წარმოდგენილი გვქონდა ბიუჯეტის პროექტი", - განაცხადა შიხიაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარე კატეგორიულად მოითხოვს ორშაბათს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის მისვლას საკრებულოში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია