დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნება" აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას "თვითნებურ ქმედებას" უწოდებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/09 09:00:02
პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას "თვითნებურ ქმედებას" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ეს პარტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
საკითხთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ 14 სექტემბერს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც სწორედ ფრაქცია "ქართული ოცნების" თვითნებური ქმედება განიხილება.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. გვინდა, ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელობასთან და პოლიტსაბჭოსთან. შესაბამისად, პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებით, 14 სექტემბერს 12:00 საათზე, გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც განიხილება აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თვითნებური ქმედება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება", - ნათქვამია პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია