დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო კობახიძე - როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობ ნივთებს და მერე ისევ აბრუნებ, ეს არასერიოზულია
ავტორი:
2014/აგვისტო/19 14:00:02
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, ნინო კობახიძის შეფასებით, არასერიოზულია, როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობ ნივთებს და მერე უკან აბრუნებ.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა, როდესაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის პიჯაკები მოიტანეს.
"როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობ ნივთებს და მერე ისევ აბრუნებ, ეს მე მგონი, ძალიან არასერიოზულია და ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა ნინო კობახიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტანსაცმელი მთავრობის ადმინისტრაციას გაუგზავნა. ექსპრეზიდენტის პიჯაკები ადმინისტრაციის შენობაში მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა მიიტანა. 
რამდენიმე დღის  წინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, მათ შორის - შეიძინა რამდენიმე პიჯაკი, ქაშმირის სპორტული პალტო და სხვა ნივთები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია