დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით საგანელიძე - ზეწოლის 76 შემთხვევა, რომელიც არ დადასტურდა, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო გათამაშებული
ავტორი:
2014/ივნისი/12 17:00:02
კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომა მთლიანად არჩევნების თემას ეხებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, დღეს განიხილეს რეგიონებში წინასაარჩევნო ვითარება.
"ვისაუბრეთ, თუ რა პრობლემებია და სად არის საჭირო ცენტრალური შტაბის ჩარევა. საარჩევნო სუბიექტების მხრიდან კანდიდატურის მოხსნის ოთხი შემთხვევა დადასტურდა, 76 კი - არა", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
მისივე განცახდებით, 76 შემთხვევა, რომელიც არ დადასტურდა, იყო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გათამაშებული.
"ყველამ უნდა იბრძოლოს წესიერი ფორმით. დამწმუნებული ვიყავი რომ ბევრი შემთხვევა გათამაშებული იყო, თუმცა ოთხი დადასტურდა, 76 შემთხვევაში კი ვიცი, რასაც ჰქონდა ადგილი. წინასასარჩევნოდ კარგად ვიცი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები რას აკეთებდნენ წლების განმავლობაში და რას გააკეთებენ დღესაც", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება ზემოაღნიშნულ 76 შემთხვევას, საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტი გამოიკვლია, საიდანაც მხოლოდ 76 დადსტურდა.
პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით გამოიკითხა 100-ზე მეტი პირი, რომელთა შორის იყვნენ არამხოლოდ შესაძლო ზეწოლის ე.წ. მსხვერპლები, არამედ ყველა ის პირი, რომელსაც მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით გააჩნდა რაიმე სახის ინფორმაცია.
პროკურატურის ინფორმაციით, ამასთანავე, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა უშუალოდ მოახდინეს იმ ფაქტების გადამოწმება, სადაც შესაძლო მუქარასა და ზეწოლაში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ამხელდნენ.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ შედეგები - 80 შემთხვევიდან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ან სხვა პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ და კანდიდატურის მოხსნის მიზეზად სხვადასხვა პირადი (ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, გადატვირთულობა და ა.შ.) მოტივი დაასახელეს. აქვე გაცნობებთ, რომ პირის გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი ხასიათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მომხდარი ფაქტების ირგვლივ განმარტების მიღებას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 886
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია