დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნება" უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გიორგი კანდელაკზე თავდასხმაში მონაწილე პირი მათი აქტივისტია
ავტორი:
2014/აგვისტო/09 16:00:02
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" კატეგორიულად უარყოფს პოლიტიკური ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პარლამენტარ გიორგი კანდელაკზე თავდასხმაში მონაწილე ალექსი მელაძე "ქართული ოცნების" წევრია .
"აღნიშნული პირი არასდროს ყოფილა არც ჩვენი პარტიის წევრი და არც აქტივისტი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ალექსი მელაძე მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს",-ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნული, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ემიჯნება მომხდარს და მოუწოდებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას, მომხდარ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.
"ჩვენმა ხელისუფლებამ დაასრულა განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის მანკიერი ტრადიცია, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში იყო დამკვირდებული. პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოუწოდებს ყველა ოპონენტს, ნუ გამოიყენებენ ასეთ ინციდენტებს პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის.
როგორც ვიცით, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა საქმე და დაწყებულია გამოძება. დარწმუნებული ვართ, გამოძიება დაადგენს, რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი და შესაბამისად ყველა სამართალდამრღვევი პასუხს აგებს კანონის შესაბამისად",-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი კანდელაკს ფიზიკური შეურაცხყოფა წუხელ მიაყენეს. შემთხვევა წურწუმიას ქუჩაზე მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის ცემას გულისხმობს.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პირი, რომელმაც კანდელაკს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, "ქართული ოცნების" აქტივისტი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ალექსი მელაძეა. კანდელაკს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა. იგი პოლიციამ წუხელვე დაკითხა. ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია