დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხათუნა თოთლაძემ ნიუ-იორკში გამართული ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ავტორი:
2018/მაისი/24 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/totladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494788-khathuna-thothladzem-niu-iorkshi-gamarthuli-ghonisdziebis-monatsileebs-sityvith-mimartha.html", "headline": "ხათუნა თოთლაძემ ნიუ-იორკში გამართული ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა", "datePublished": "2018-05-24 06:01:14", "dateModified": "2018-05-24 06:01:14", "description": "22 მაისს 16+ ფორუმისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციისა და გაეროსთან ჩეხეთის, საქართველოსა ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/totladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 22 მაისს 16+ ფორუმისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციისა და გაეროსთან ჩეხეთის, საქართველოსა და ტიმორ-ლესტეს მუდმივი წარმომადგენლობების ორგანიზებით, ნიუ-იორკში ღონისძიება გაიმართა მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე, სახელწოდებით: INCLUSION IN PROCESS & POLICY: CIVIL SOCIETY PARTICIPATION & PARTNERSHIP IN ADVANCING SDG 16+, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილემ მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების მნიშვნელობასა და საქართველოს მხრიდან მიზნების წარმატებით შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის -მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება- განხორციელების პროცესში, საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ თანამშრომლობაზე. ამ კუთხით, მან ღონისძიების მონაწილეებს განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თანათავმჯდომარე ქვეყნის, გამოცდილებას სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის კუთხით და ხაზი გაუსვა განვითარების მიზნების შესაბამისობას ღია მმართველობის პრინციპებთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია