დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" ხვალ თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგს გამოაქვეყნებს
ავტორი:
2014/ივნისი/12 23:00:03
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები", ხვალ, სასტუმრო "ვერე პალასში", თბილისში მომზადებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს: "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი" – გამოაქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კითხვარი ექვს შეკითხვას აერთიანებდა. მოქალაქეებს პასუხი უნდა გაეცათ შემდეგ კითხვებზე: "მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას," "იცნობენ თუ არა თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს," "თბილისის მერის თანამდებობაზე, რომელი კანდიდატი მოსწონთ," "ახალმა გამგებლებმა და საკრებულოს წევრებმა, რომელ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხში უნდა შეცვალონ სტრატეგია შედეგის მისაღწევად," "რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო და რა განაპირობებს არჩევნების სამართლიანობასა და გამჭირვალობას."
ორგანიზაციამ გამოკითხვა 2014 წლის 30 მაისს ჩაატარა. სოციოლოგიური გამოკითხვა, თბილისის სამ სხვადასხვა ხალმხრავალ ადგილას – სააკაძის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მარჯანიშვილის მოედანზე მიმდინარეობდა. ორგანიზაციამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 1 000 მოქალაქე გამოკითხა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1340
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია