დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბერძენიშვილი - აღმოჩნდა, რომ ბევრი მსხვერპლი პოლიციას მიმართავდა და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ იყო
ავტორი:
2014/ოქტომბერი/21 13:30:02
აღმოჩნდა, რომ ბევრი მსხვერპლი პოლიციას მიმართავდა, თუმცა, პოლიციის მხრიდან არ იყო სათანადო რეაგირება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა ქალებზე გახშირებულ ძალადობასთან დაკავშირებით, პოლიციის ქმედებების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, თითოეულ ფაქტზე, რომელიც პოლიციელის მხრიდან, არასათანადო ყურადღების კუთხით დაფიქსირდა, სერიოზული რეაგირება უნდა მოხდეს.
"რაც შეეხება პოლიციის ქმედებებს, როდესაც გაგაფრთხილებენ, განსაკუთრებული კონტროლი უნდა დააწესო, ეს ანა-ბანაა. აღმოჩნდა, რომ ბევრი მსხვერპლი თურმე მიმართავდა პოლიციას და პოლიციის მხრიდან არ იყო სათანადო რეაგირება. თითოეულ ასეთ საკითხზე სერიოზული რეაგირებაა საჭირო, გასამკაცრებელია კანონმდებლობა, ეს იურისტების სამუშაოა - როდის რა სტადიაზე უნდა აღიძრას საქმე, როდესაც პოლიცია მიიღებს შემაშფოთებელ ინფორმაციას, რომ ქალზე დევნაა", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში, ეკლესიაში და სხვა აღმსარებლობის დაწესებულებებში მოხდეს უფრო სერიოზული, თანამედროვე გააზრება ქალის და კაცის თანასწორობის.
"პრობლემა არის მთლიანად ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს აზროვნებაში, სკოლაში, მასწავლებელში. რუსთაველმა თქვა, "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია", ყველა ლეკვი კი არ არის ყველა ლეკვის სწორი, არამედ ლომისა თუა მაშინ არის სწორიო. ლიდერი ქალები სწორი და ტოლია ლიდერი კაცების. ეს საქართველოშიც მიღებულია, მაგრამ ქალები სანამ ლიდერები გახდებიან, განსაკუთრებული ხელშეწყობა არ აქვთ - პირიქით. 21-ე საუკუნეში არის სხვა რეალობა, - როდესაც თანასწორობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი არა მარტო კანონმდებლობით, არამედ ცნობიერებით, საზოგადოებრივი კონსენსუსით, ამ თვალსაზრისით, ბევრმა ქვეყანამ მიაღწია წარმატებებს და ჩვენც შეგვიძლია ეს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია