დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილმა ქსელთა გლობალური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ავტორი:
2014/აგვისტო/05 16:00:01
დღეს ქსელთა გლობალური სამიტის მონაწილეებს - კავკასიისა და ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელს სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიმართა .
ქსელთა გლობალურ სამიტს CELA საქართველო მასპინძლობს. ეს პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც CELA-ს გარდა, რეგიონული ქსელების: SIBF, MELA და SEALA წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. ოთხდღიანი სამიტის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს კულტურას და ისტორიას, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს, ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებებს და სხვადასხვა ქვეყნების ბიზნესლიდერთა წარმატებულ გამოცდილებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ისტორია, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უახლოეს ისტორიასა და ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლაზე. უსუფაშვილმა სამიტის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო ათწლეულებში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე: პოსტკომუნისტურ პერიოდზე, "ვარდების რევოლუციაზე", 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენაზე. უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტზე. საუბრის თემა იყო საქართველოს ეკონომიკა, ბიზნესის განვითარების საკითხები, ტურიზმი და სხვა.
"ძალიან სასიამოვნოა რომ შუა ზაფხულში, განსაკუთრებით შუა აგვისტოში, როდესაც ყველა უფრო დასვენებაზე ფიქრობს, საქართველოში ჩამოდიან არა მხოლოდ ტურისტები, არამედ საქმიანი ხალხი და დღეს დარბაზში 150-მდე სტუმარია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის CELA-ს ძალიან საინტერესო ქსელი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების აქტიურ ადამიანებს - სხვადასხვა თაობის ლიდერებს, ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას. მათ ძალიან საინტერესო პროგრამა აქვთ. მე, ბუნებრივია, მთხოვეს მესაუბრა პოლიტიკურ ისტორიაზე, თანამედროვეობასა და მომავალზე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სტუმარი საქართველოს იმ სურვილით დატოვებს, რომ კვლავ დაბრუნდეს ინვესტორად, ტურისტად ან თავისი ქვეყნის წარმომადგენლად. ეს გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და ამისთვის ჩვენც თავი არ უნდა დავზოგოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან ღონისძიების დატოვების შემდეგ.
შIBF, ჩELA, MELA და შEALA-ს ქსელები მოიცავენ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ, ლიბანი, ქუვეითი, იორდანია, საუდის არაბეთი, იემენი, ომანი, კატარი, არაბეთის გაერთიანებულ ემირატები, ბაჰრეინი, სინგაპური, ინდოეთი, კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნები და სხვა. თვით CELA (Central Eurasia Leadership Alliance) წარმოადგენს ახალგაზრდა ლიდერთა ქსელს, რომელიც 2002 წელს ამერიკელ ბიზნესმენთა ასოციაციამ (SIBF) დააარსა და რომელიც ამ დროისათვის 400-მდე ლიდერს აერთიანებს. ქსელის მიზანია, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის პროფესიული და საქმიანი კავშირების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარებისთვის საჭირო პლატფორმის შექმნა და რეგიონის ახალგაზრდა, წარმატებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება.
სამიტი 4 აგვისტოს გაიხსნა და 7 აგვისტოს დაიხურება. ინფორმაციას უსუფაშვილის გამოსვლის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 949
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია