დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა გიგაური პარტიების დაფინასების მონიტორინგის კომისიის შექმნას დადებითად აფასებს
ავტორი:
2014/თებერვალი/26 13:00:02
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური პარტიების დაფინასების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნას დადებითად აფასებს.
როგორც ეკა გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, საკონსულტაციო ჯგუფის ძირითადი ფუნქცია პარტიების დაფინანსების მონიტორინგი და აუდიტის სამსახურისთვის მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება იქნება. მისივე თქმით, აუდიტის სამსახური საბჭოში მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი საქმიანობისა და იმ სავარაუდო დარღვევების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რომელსაც შესაძლოა წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდეს.
"ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა. ცალსახად მიმართულია, რომ აუდიტის სამსახური და მისი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდეს", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.
მისივე თქმით, კომისიაში წევრის სახით "საერთაშორისო გამჭვირვალობაც" იქნება წარმოდგენილი. როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, მაქსიმუმ ორ კვირაში მზად იქნება ყველაფერი, რათა კომისიამ მუშაობა დაიწყოს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე გუშინ გახდა ცნობილი. კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა თავად გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას ეკუთვნის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია