საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ზურაბ ბატიაშვილი - ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ ახლო აღმოსავლეთში შეიძლება დამატებითი დესტაბილიზაციის როლი შეასრულოს
ავტორი:
2017/დეკემბერი/07 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/batiashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467262-zurab-batiashvili-trampis-mier-israelis-dedaqalaqad-ierusalimis-aghiarebam-akhlo-aghmosavlethshi-sheidzleba-damatebithi-destabilizaciis-roli-sheasrulos.html", "headline": "ზურაბ ბატიაშვილი - ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ ახლო აღმოსავლეთში შეიძლებ...", "datePublished": "2017-12-07 07:28:50", "dateModified": "2017-12-07 07:28:50", "description": "დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ ახლო აღმოსავლეთში, სადაც სიტუაცია ისე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/batiashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ ახლო აღმოსავლეთში, სადაც სიტუაცია ისედაც არასტაბილურია, შეიძლება დამატებითი მადესტაბილიზირებელი როლი შეასრულოს, - ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ დიდი ომის საფრთხე რიგი ფაქტორების გამო გამორიცხულია, თუმცა ისრაელისა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობები სერიოზულად გადაიხედება.

”საფრთხეები შეიძლება ის იყოს, რომ ახლო აღმოსავლეთში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობები გაძლიერდება. გარკვეული ტერორისტული რადიკალური ჯგუფებისთვის შეიძლება ეს იყოს სიგნალი, რომ შეტევები განახორციელოს როგორც შეერთებულ შტატებზე, ისე მის დიპლომატიურ ან სამხედრო წარმომადგენლობებზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ამავე დროს შეიძლება ისრაელთან არსებული ურთიერთობების გადახედვა მოხდეს. მაგალითად, თურქეთ-ისრაელის. ერდოღანმა როგორც აღნიშნა, დიპლომატიური ურთიერთობებიც კი შეიძლება გაწყვიტოს ისრაელთან. ამ შემთხვევაში ისრაელისთვის ეს არც თუ ისე მეორეხარისხოვანი იქნება, რადგან თურქეთი ერთადერთი მუსულმანური ქვეყანაა, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

შეიარაღებული კონფლიქტის და დიდი ომის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში რეგიონში მთავარი დაპირისპირებული აქტორები კვლავ არიან ირანი და საუდის არაბეთი. ამ ქვეყნებს ისრაელთან მართალია, ცუდი ურთიერთობა აქვთ, თუმცა მესამე ქვეყანასთან საბრძოლველად მათი გაერთიანება ნაკლებად წარმოსადგენია,” - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

ამასთან, აღმოსავლეთმცოდნე ზურა ბატიაშვილის თქმით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების თაობაზე ტრამპის ნაბიჯი გარკვეულწილად არის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება. ექსპერტი ევროპისა და მათ შორის საქართველოს პოზიციაზეც საუბრობს.

”აშშ იერუსალიმს დიდი ხანია აღიარებს, თუმცა ამის სისრულეში მოყვანა ახლა იწყება. ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამას პირდებოდა ებრაულ თემს და ახლა დაპირებების შესრულების დრო მოვიდა.

ევროპის დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხზე არის სტატუს-კვოს შენარჩუნება, ანუ ის, რომ თელავივი იყოს ისრაელის დედაქალაქი და არა იერუსალიმი.
საქართველოც ისრაელის დედაქალაქად თელავივს აღიარებს. საქართველო ამ შემთხვევაში არ იზირებს ამერიკის პოზიციას,” - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანას 1995 წელს კონგრესმა მხარი დაუჭირა, თუმცა პროცესი მას შემდეგ მოყოლებული ტრამპის პრეზიდენტობამდე წინ არ წასულა.

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას თურქეთის ქალაქებში პროტესტი მოჰყვა. ასობით მოქალაქე ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოვიდა და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 28
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია