დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი არასამთავრობოებთან შეხვედრის შესაძლებლობა კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება
ავტორი:
2014/აგვისტო/05 15:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შესაძლებლობის საკითხი კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ განუცხადა.
"არასამთავრობო სექტორს არაერთხელ გამოუთქვამს პრემიერთან შეხვედრის სურვილი. ჩვენ გავივლით ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს და იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება, ბუნებრივია, ეს შეხვედრა შედგება, თუმცა მანამდე კონსულტაციები უნდა გავმართოთ", - აღნიშნა ნინო კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა გუშინ არასამთავრობო სექტორსა და მედიასთან კომუნიკაციის გააქტიურების მნიშვნელობაზეც გააკეთა განცხადება. მის პოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან. ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთვრობო სექტორის მისამართით კრიტიკული განცხადებებიც გააკეთა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია