დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - მინდა, აფხაზმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ ენაზე საუბარს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/27 15:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/margvelashvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460103-giorgi-margvelashvili-minda-afkhazma-moqalaqeebma-icodnen-rom-chven-shevdzlebth-tsarsulis-mtkivneul-gamocdilebaze-amaghlebas-da-erth-enaze-saubars.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - მინდა, აფხაზმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამ...", "datePublished": "2017-10-27 10:48:55", "dateModified": "2017-10-27 10:48:55", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზური ენის დღე თანამოქალაქეებს ქართულ და აფხაზურ ენაზე მიულოცა, - ამის შე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/margvelashvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზური ენის დღე თანამოქალაქეებს ქართულ და აფხაზურ ენაზე მიულოცა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრეზიდენტის თქმით, აფხაზური ენა აფხაზური თვითმყოფადობისა და კულტურის საფუძველია.

”აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს. აფხაზური კულტურა ჩვენი საერთო ისტორიისა და ღრმად მწამს, რომ საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილია. აფხაზური ენა აფხაზური თვითმყოფადობისა და კულტურის საფუძველია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენადაა აღიარებული. მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა კი, სახელმწიფოს განსაკუთრებული მოვალეობაა. მინდა აფხაზმა თანამოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვესწრაფით დღეს, როდესაც მომავლის სახელით შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ - მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე საუბარს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია