დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქუთაისში ხვალ კამპანია "ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში" გაიმართება
ავტორი:
2014/მაისი/14 22:30:07
ქუთაისში ხვალ საინფორმაციო კამპანია "ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში" გაიმართება. კამპანიის ორგანიზატორია ორგანიზაცია "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის".
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში გაიმართება რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის, 12:00 საათზე პარლამენტში "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან ერთად გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომელიც ეხება არჩევნების დროს ქალი კანდიდატების მიმართ დამოკიდებულებას.
ხვალვე გაიხსნება "თანასწორობის ხეივანი" - ჟურნალისტები, ქუთაისის მერი, პარლამენტის და საკრებულოს წევრები, მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დარგავენ 50 ხეს, რაც სიმბოლურად უკავშირდება ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სასურველ პროცენტს; კამპანიის ფარგლებში ქუთაისის მერიაში ჟურნალისტები გამართავენ საჯარო დისკუსიას "ქალი და პოლიტიკა".
"კამპანიიის მიზანია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ ქალების მოტივირება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში როგორც კანდიდატებმა, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ", - აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიებებს გახსნიან და და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და რეგიონალური მედიის წარმომადგენელები, დეპუტატები, იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები, საერთაშორისო, არასამთავრობო, სამთავრობო და კერძო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ღონისძიებების მხარდამჭერები არიან ქუთაისის მერია და თვითმმართველობა.
კამპანია იმართება პროექტის "ჟურნალისტები გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFEშ) დახმარებით.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1163
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია