დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ისრაელმა ღაზას სექტორის გარკვეულ ნაწილში საომარი მოქმედებები შვიდი საათით შეაჩერა
ავტორი:
2014/აგვისტო/04 14:30:02
ისრაელმა ღაზას სექტორის გარკვეულ ნაწილში საომარი მოქმედებები შვიდი საათით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.
ისრაელის მხარის განცხადებით, "ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის" პერიოდში საომარი ქმედებები არ შეჩერდება ქალაქ რაფაში და ისრაელის სამხედროები უპასუხებენ, თუ მათზე შეტევა განხორციელდება.
"ბიბისი"-ს ცნობით, პალესტინურმა მხარემ უკვე დაადანაშაულა ისრაელი 7-საათიანი ზავის დარღვევაში.
ღაზას ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული დღემდე 1 800 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქი. 9 ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
"ბიბისი"-ს ცნობით, ისრაელში 66 ადამიანი დაიღუპა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია