დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხაილ როთი და მიხეილ ჯანელიძე გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ
ავტორი:
2017/ნოემბერი/24 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464808-mikhail-rothi-da-mikheil-janelidze-gamocema-euroactive-shi-erthobliv-statias-aqveyneben.html", "headline": "მიხაილ როთი და მიხეილ ჯანელიძე გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ", "datePublished": "2017-11-24 13:40:03", "dateModified": "2017-11-24 13:40:03", "description": "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიც...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღეს, გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვეყნებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საგაზეთო პუბლიკაციაში მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზნებსა და სამომავლო ამოცანებზე საუბრობენ. მინისტრები 5 ინიციატივას გამოყოფენ, რომელიც ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის კიდევ უფრო მეტ წარმატებს.

მინისტრების შეფასებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ კონკრეტულ შედეგებზე უნდა იყოს კონცენტრირებული. „აუცილებლად უნდა გავცეთ დამაჯერებელი პასუხი შეკითხვას - რა არის შემდეგი „აღმოსავლეთ პარტნიორობაში?“ დღესვე შეგვიძლია დავიწყოთ მთელი რიგი ერთობლივი პროექტების განხორციელება. სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაციების სფეროში მეტი ინვესტიცია ყველასათვის სარგებლის მომტანია. მიმზიდველად ჟღერს დისკუსიები როუმინგის ტარიფების გაუქმებისა და ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე შესვლის შესახებ. ევროკავშირის ერთიან ბაზართან დასაახლოებლად მაღალი სიხშირის გადამცემების შექმნა შეიძლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყოს. რატომაც არ უნდა განვიხილოთ უფრო მეტად შეთანხმებული საერთო ძალისხმევის განხორციელება კერძო სექტორის თანამშრომლობის კუთხით, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოებისა და კვალიფიციური პროფესიონალების ევროკავშირის შრომით ბაზარზე გამარტივებული წვდომის საკითხები. უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე ყველასათვის უფრო მეტი სტაბილურობის მომტანი იქნება“, - ნათქვამია მინისტრების ერთობლივ სტატიაში.

აქვე მიხეილ ჯანელიძე და მიხაილ როთი აღნიშნავენ ახალგაზრდა თაობის პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას როგორც თავად ინიციატივის, ასევე მასში ჩართული ქვეყნებისთვის.

„ექვს პარტნიორ ქვეყანაში ბევრი მაღალკვალიფიციური და აქტიური ახალგაზრდაა. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი როგორც მათი ქვეყნების, ასევე, მთელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სასარგებლოდ. ამ მიზნით, უნდა დავეხმაროთ პარტნიორებს გააუმჯობესონ საგანმანათლებლო სისტემები, ხელი შეუწყონ ურთიერთგაცვლას სტუდენტებსა და მეცნიერებს შორის, შექმნან სამუშაო ადგილები და ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პოტენციალის სრულად გამომჟღავნებას. მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ევროკომისიის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის გამოცხადებული „ახალგაზრდობის პაკეტი“, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურად ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ მთელ რიგ ინიციატივებსა და პროექტებს“, - ნათქვამია მინისტრების ერთობლივ ოპედში.

დანარჩენ ინიციატივებს შორის მინისტრები ასევე გამოყოფენ, ხალხსა და მათ საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებას, რეფორმების გაგრძელებას და საერთო თანამშრომლობის ჩარჩოში ინდივიდუალურ მიდგომების აუცილებლობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 702
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია