დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გელა დუმბაძე - რუსეთში არსებულ კრიზისს ქართული დიასპორისთვის რაიმე განსაკუთარებული პრობლემები არ შეუქმნია
ავტორი:
2014/დეკემბერი/19 17:00:02
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის ინფორმაციით, ბოლო ხანებში, რუსეთში, საქართველოს დიასპორის მხრიდან სხვადასხვა დელეგაციებისა და პიროვნებების ჩამოსვლა ძალიან გააქტიურდა.
როგორც დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთში არსებულ კრიზისს ქართული დიასპორისთვის რაიმე განსაკუთარებული პრობლემები არ შეუქმნია. ყოველ შემთხვევეაში, მათ ამის შესახებ მინისტრის აპარატის წარმომადგენლებთან დიალოგისას არ უსაუბრიათ.
"რუსეთში თავმოყრილია ქართული დიასპორის დიდი ნაწილი. ეს არის ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი, ბოლო ხანებში ძალიან გააქტიურდა მათი მხრიდან სხვადასხვა დელეგაციების და პიროვნებების ჩამოსვლა, მათ აწუხებთ მრავალი პრობლემატიკა, თუმცა ზოგადად მათი დაცულობის ხარისხს, ყოფით სოციალურ საკითხებს რაც შეეხება, რაიმე განსაკუთრებულ პრობლემებს ჩვენთან დიალოგისას არ უსვამენ ხაზს. თუმცა მათ აქვთ სურვილი გააქტიურდეს დიასპორული ორგანიზაცია და ქართული ენის, კულტურის შენარჩუნების მიზნით, უფრო მეტი დიასპორა შეიქმნას და გარკვეულწილად, ასეთი პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა დუმბაძემ.
გელა დუმბაძე ასევე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მზაობის თაობაზე. დუმბაძის თქმით, ეს საკითხი უშუალოდ ადრესატების – პრემიერისა და პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თუმცა პირადად მისი პოზიციაა, რომ ახლა რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და აქვს მცდელობები სხვადასხვა მიმართულებით გაააქტიუროს დიალოგი, თუმცა საქართველოს მსგავსი საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტისას ძალიან სერიოზული დაფიქრება მოუწევს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია