დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგი უგულავა - თბილისელების 55%-ის მიერ არჩეული მერი უაპელაციოდ, პასუხის გაცემის შანსის გარეშე გადააყენეს
ავტორი:
2013/დეკემბერი/22 02:30:03
გიგი უგულავა მისთვის დედაქალაქის მერის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს . "დღეს,  ღამის პირველ საათზე, სამწუხაროდ, მოხდა ის,  რასაც ვვარაუდობდით. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, როდესაც მოპასუხე მხარემ უკვე დატოვა სასამართლო, მარტო დარჩენილ მოსამართლე დალი მეტრეველსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანზე მთავრობის ზეწოლამ გაჭრა! კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რა იყო მთავრობის მიზანი: თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პარალიზება მერის არჩევნებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული დევნა წმინდა წყლის პოლიტიკური ხასიათისაა. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში სასამართლოს მძიმე ხვედრი ერგო. იგი ჩართეს პოლიტიკურ პროცესში და თბილისელების 55%-ის მიერ არჩეული მერი უაპელაციოდ, პასუხის გაცემის შანსის გარეშე გადააყენეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგებს, მერიის თითოეულ თანამშრომელს: მეგობრებო, ბრძოლა არ წყდება! არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენების მექანიზმი, გარდა არჩევნებისა, კონსტიტუციის თანახმად არ არსებობს და მე ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა არჩევნებზე ხალხის მიერ გამოხატული ნება ფეხქვეშ არ ითელებოდეს დახურულ კაბინეტებში",- წერის გიგი უგულავა "ფეისბუქის" გვერდზე.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია