დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - პუტინს მიაჩნია, რომ 2012 წლის არჩევნები მათი წარმატებული სპეცოპერაცია იყო
ავტორი:
2014/აგვისტო/02 23:30:02
რუსეთში მიაჩნიათ, რომ 2012 წლის არჩევნები საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული ყველაზე წარმატებული სპეცოპერაცია იყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამის შესახებ უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე თავად ვლადიმერ პუტინმა თქვა, რის შესახებაც "მეგობრებისგან" იცის.
"რუსებს მიაჩნიათ, რომ 2012 წლის არჩევნები მათი სპეცოპერაცია იყო თავისი ბედუკაძეებით, კადრებით, ინაშვილებით, პროპაგანდით და ა.შ", - განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ "აბსოლუტურად სუფთაა".
"მე ვარ აბსოლუტურად სუფთა. ვერაფერი მოიგონეს და ამიტომ წამოწიეს 7 ნოემბრის საქმე, თუმცა აქაც მარტო ჩვენებები აქვთ. სტალინის პროკურორი ვიშინსკი ამბობდა, არ გვაინტერესებს არაფერი, ჩვენებები არის დედოფალი მტკიცებულებებისო. ის იყო საბჭოთა კავშირი და სირცხვილია, რომ იგივე ხდება 21-ე საუკუნეში. როცა არაფერი გაქვს ხელში და მაინც აკეთებ, ე.ი შავ საქმეს აკეთებ და უსამართლობა მთავრდება ცუდად. ხომ იძახდნენ ჩვენზე, დახოცეს ხალხი და "ბუტკის" თავზე შემოაგდესო? - სად არის, რატომ არ გააკეთეს გვამების ექსჰუმაცია? რა უნდა ამას? 2 წუთში შემოწმდება – თუ ექსპერტიზა იტყვის, რომ დენს არ მოუკლავს, ე.ი. დენს არ მოუკლავს", - აღნიშნა სააკაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1126
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია