დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერმა კრიზისების მართვის დროებითი შტაბი შექმნა
ავტორი:
2013/დეკემბერი/15 23:00:04
პრემიერ–მინისტრმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი , მისი პირველი მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თათბირზე განაცხადა, შეიქმნა კრიზისების მართვის დროებითი შტაბი, რათა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ოპერატიული და დროული რეაგირება მოჰყვეს. რაც შეეხება უახლოეს მომავალს, საქართველოში ამოქმედდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და კრიზისების მართვის ერთიანი მაკოორდინირებელი ცენტრი, რაშიც აქტიურ დახმარებას გაგვიწევენ ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პარტნიორები.
საგანგებო თათბირზე პრემიერი დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო შექმნილი მდგომარეობით დაინტერესდა და მინისტრებისგან აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თხოვნით მიმართა მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს როგორც პრობლემების, ისე მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ობიექტური გაშუქება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია