დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ოქრუაშვილი - ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესთან ქონების დათმობაზე საუბარი არ ყოფილა
ავტორი:
2014/ივნისი/14 00:30:02
ირაკლი ოქრუაშვილი შს მინისტრობის დროს ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესა და ფეროშენადრობთა ქარხნის მფლობელებთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა, ამტკიცებს, რომ მათ მიერ ქონების დათმობაზე საუბარი არ ყოფილა.
როგორც ოქრუაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" კაპანაძის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, ისინი მათ ობიექტის აქტივების დათმობის სანაცვლოდ იგივე ოდენობის კომპენსაციას სთავაზობდნენ, რა თანხადაც თავის დროზე აქციების 49 პროცენტი შეიძინეს.
"ასეთი შეხვედრა ნამდვილად მოხდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის მონაწილეობით. არაფრის ჩამორთმევაზე საუბარი არ ყოფილა, საუბარი იყო მათთვის იმ კომპენსაციის მიცემაზე, რაც გადაიხადეს თავის დროზე ობიექტში. მაგრამ მათი მხრიდან მადა რომ გაზრდილი იყო და ითხოვეს ბონუსები, იმაზე გაეცათ ძალიან ადეკვატური პასუხი. ბონუსებზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო, რადგან სახელმწიფოს სჭირდებოდა მისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე ამ ობიექტის გაყიდვა და ამ ადამიანებთან, როგორც 49 პროცენტის მფლობელებთან იყო საუბარი ქონების კომპენსაციის სახით გადმოფორმებაზე და არა ერთ ლარად წამოღებაზე - იმ ფასით წამოღებაზე, რაც მათ გადაიხადეს თავის დროზე (აქტივების 51 პროცენტი სახელმწიფო საკუთრებაში იყო)", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის მტკიცებით, შს მინისტრობის დროს ირაკლი ოქრუაშვილმა ის და ფეროშენადნობთა ქარხსნის მფლობელები კანცელარიაში დაიბარა, სადაც მათ მილიონობით ქონების გადაფორმება მოსთხოვა, ბიზნესმენების შეკითხვაზე კი, რა იქნებოდა ბონუსი, ოქრუაშვილმა ისინი "ბონუსებისთვის შსს-ში დაიბარა".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია