დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ერეკლე კოდუა - პატარკაციშვილის გეგმის განხორციელება ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებას მოუტანდა
ავტორი:
2014/აგვისტო/02 10:30:02
მაშინ ამ ოპერაციით საქართველო გადარჩა, - ასე აფასებს ერეკლე კოდუა მისი მხრიდან ბადრი პატარკაციშვილის ნდობის მოპოვებას, ლონდონში მასთან შეხვედრას და საუბრის ფარულ ჩაწერას.
კოდუას თქმით, პატარკაციშვილის გეგმის განხორციელება ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებას მოუტანდა.
"რა შედეგს მივიღებდით, თუ ჩვენ ამას გავაკეთებდით?! ყველა იარაღს აიღებდა. მოხდებოდა სროლა, დაპირისპირება. ეს ყველაფერი სამოქალაქო ომამდე მივიდოდა. ეს იქნებოდა საქართველოს დაღუპვა. სამუდამოდ დავიღუპებოდით. როგორც ადრე ჯაბა იოსელიანის და კიტოვანის დროს იყო, ვბრუნდებოდით იმის უკან. ჩვენკენ საერთოდ არავინ გამოიხედავდა, მაშინ ამ ოპერაციით გადაარჩინა საქართველო. ვერ ვხვდები რატომ უნდათ ახლა ამ ისტორიის გაყალბება", - აცხადებს კოდუა "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სოდ-ის ყოფილი უფროსის განცხადებით, მისი და პატარკაციშვილის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერი თბილისამდე დიდ ბრიტანეთში საქართველოს მაშინდელი ელჩის მონაწილებით ჩამოიტანა. კერძოდ, ლონდონში ნახა ელჩი, რომელიც თბილისიდან იყო გაფრთხილებული, რომ მას შეხვდებოდა, მისცემდა ტელეფონის ყუთს, სადაც ტელეფონის სატენი იყო და ის თბილისში უნდა ჩაეტანა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია