დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით" შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა
ავტორი:
2014/აგვისტო/01 20:30:02
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით, "ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით" შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
პაატა ზაქარეიშვილის აპარატის ცნობით, სხდომაზე განხილულ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და მიმდინარე წელს კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობა.
"კომისიის სხდომაზე განვიხილეთ სახელმწიფო პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, ასევე წარმოვადგინეთ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2014 წლის პირველი ნახევრისათვის. განხილულ იქნა ასოცირების შეთანხმებისა და რატიფიცირების კონტექსტში წარმოქმნილი ჩართულობის ახალი ინსტრუმენტები, რაც სამშვიდობო პროცესისათვის მნიშვნელოვან სტიმულად შეიძლება იქცეს. მათ შორის, მიმოვიხილეთ საქართველოს ხელისუფლების მზაობის შესაბამისად, როგორ გავრცელდეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი ამ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობაზე. სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატმა წარმოადგინა გარკვეული წინადადებები, რისი განხილვაც შედგა სამთავრობო კომისიის ფარგლებში. მოინიშნა სამომავლო გეგმებიც", – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.
კომისიის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება. მასში მონაწილეობას 20-მდე სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი იღებს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია