დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პატრიარქი - თუ ადამიანს უნდა სამუშაო, მუდამ იშოვის
ავტორი:
2015/იანვარი/05 09:00:02
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ აგრესიულმა დამოკიდებულებამ იმატა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ საერთო მდგომარეობა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა.
"რთული პრობლემები დგას კაცობრობის, ჩვენს წინაშე. ხალხს არ აქვს სამუშაო ადგილები. მაგრამ მე მაინც იმედით ვუყურებ მომავალს. მამაკაცებს რატომ უჩნდება აგრესია?! ოჯახს თავისი მოთხოვნილება აქვს, მეუღლე და შვილი თავისას ითხოვენ. მამა ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და აქედან ჩნდება ეს გაღიზიანება. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ თუ ადამიანს უნდა სამუშაო, მუდამ იშოვის", - განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესი დარწმუნებულია, რომ თანდათან შენელდება ეს აგრესია და ეს ბევრად დამოკედებულია ისევ სარწმუნოებაზე. "მორწმუნე ადამიანი არ გაღიზიანდება და მკვლელობას არ ჩაიდენს, არც შეურაცხყოფას მიაყენებს. ისევ მივდივართ აღზრდაზე, როგორ ვზრდით შვილს, როგორი დამოკიდებულებაა შვილებსა და მშობლებს შორის. გარემოსაც აქვს მნიშვნელობა და რა თქმა უნდა ესეც უარყოფითად მოქმდებს", - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქი მიიჩნევს, რომ არც ერთი სამუშაო არ არის სათაკილო და კარგი იქნება, თუ ხალხი თუნდაც მიწის დამუშავებას დაუბრუნდება. "მიწის დამუშავება მე ვფიქრობ შემოსავლის მიზნითაც კარგია და ამავე დროს მიწა მკურნალია ადამიანის. თვითონ ადამიანი მიწისაგანაა შექმნილი, მიწა არის ჩვენი ნაწილი და ჩვენ ვართ მისი ნაწილი", - ბრძანა პატრიარქმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 991
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია