დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქეთევან ციხელაშვილი ევროპარლამენტარებთან საქართველოს შესახებ მისაღებ რეზოლუციას და ახალ სამშვიდობო ინიციატივას განიხილავს
ავტორი:
2018/მაისი/08 11:00:04
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/cixelashvili_bd7ac.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491918-qethevan-cikhelashvili-evroparlamentarebthan-saqarthvelos-shesakheb-misagheb-rezolucias-da-akhal-samshvidobo-iniciativas-ganikhilavs.html", "headline": "ქეთევან ციხელაშვილი ევროპარლამენტარებთან საქართველოს შესახებ მისაღებ რეზოლუციას და ახალ სამშვიდობო ი...", "datePublished": "2018-05-08 06:54:10", "dateModified": "2018-05-08 06:54:10", "description": "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/cixelashvili_bd7ac.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ჯგუფის წევრებთან ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მისაღებ რეზოლუციას და ახალ სამშვიდობო ინიციატივას განიხილავს.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის დელეგაცია აპირებს, მოინახულოს ხელოვნური გამყოფი ხაზი ზუგდიდის მიმართულებით და ადგილზე გაეცნოს ვითარებას.

„დღეს ვისაუბრებთ არსებულ სიტუაციაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვექმნება ყოველდღიურად, მაგრამ ამავდროულად იმ ძალისხმევაზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ახალ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. მას უკვე გააჩნია ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა და ჩვენს პარტნიორებთან ამაზეც ვისაუბრებთ. ევროპარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ მალე იქნას მიღებული სპეციალური რეზოლუცია საქართველოზე, კონფლიქტზე და იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი გვიცხადებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საკითხებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რეზოლუციის მიღება. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტიდან მაქსიმალურად ობიექტურად ინფორმირებული იყვნენ. მათ ამ ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. თავად აპირებენ მოინახულონ ხელოვნური გამყოფი ხაზი ზუგდიდის მიმართულებით, ვინაიდან ადრე იმყოფებოდნენ ცხინვალის მიმართულებით. მგონია, რომ ასეთი ინფორმაციის მიწოდებით შესაძლებელი იქნება, რომ ობიექტურად აისახოს არსებული ვითარება რეზოლუციაში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია