დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშისა და რეკომენდაციების მოსმენა მიმდინარეობს
ავტორი:
2014/ივლისი/31 20:00:02
პარლამენტში ამ წუთებში სახალხო დამცველის ანგარიშისა და რეკომენდაციების მოსმენა მიმდინარეობს. ომბუდსმენი დეპუტატებს 2013 ანგარიშში შესულ იმ ძირითად შენიშვნებს აცნობს , რომელიც სახალხო დამცველის ოფისს გარკვეული უწყებების მიმართ გააჩნია.
ომბუდსმენის განმარტებით, 2012 წლისგან განსხვავებით 2013 წელი ნაკლები მღელვარებით გამოირჩეოდა, თუმცა, ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ სახალხო დამცველის გარკვეული რეკომენდაციები მაინც არ შესრულდა.
როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, საგანგაშო მდგომარეობა იყო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და სასჯელაღსრულების უწყებამ მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანის უფლებების დაცვა ვერ შეძლო.
გასულ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ასევე რამდენიმე პრობლემა გამოვლინდა, მათ შორის პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობა ადმინისტრაციისა და სხვა პატიმართა მხრიდან; მსჯავრდებულის გადაყვანა ერთი დაწესებულებიდან მეორეში საფუძვლისა და მიზეზების გარეშე; არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა ძალადობისა და დაშინებისგან. სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების დანაშაულებრივი კვალიფიკაცია.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, ამ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავარ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიერ პატიმრისადმი არასათანადოდ მოპყრობის ფაქტებზე და მათი შესაბამისი კვალიფიკაცია მოახდინოს.
სახალხო დამცველმა ასევე რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს, რათა მოხდეს არასრულწლოვანი პატიმრის გამიჯვნა სრულწლოვანი პატიმრებისგან, ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების განთავსება მოხდეს იზოლირებულად.
სახალოხ დამცველის რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსაც შეეხება. როგორც ნანუაშვილმა რიგგარეშე სესიაზე აღნიშნა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახალხო დამცველის რწმუნებულებისა და ადვოკატებისათვის კანონით მინიჭებული უფლებების სრულად შესრულების შესაძლებლობა. მათთვის ხელის შეშლის ყველა შემთხვევას უნდა მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება შინაგან საქმეთა სამისიტროს მხრიდან.
უჩა ნანუაშვილის თქმით, გასულ წელს სახალხო დამცველმა შეისწავლა მამუკა მიქაუტაძის, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისა და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების საქმეები და შემდეგი რეკომენდაციებით მიმართა შესაბამის სტრუქტურებს: მთავარ პროკურორს - სწრაფად და ეფექტურად იქნას გამოძიებული მამუკა მიქუტაძის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევა, ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება უგზო- უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა, მათ შორის რუსეთის მოქალაქე მაგომედ მოგომედოვის გაუჩინარების ფაქტზე. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისა და შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებების, მათ შორის უგზო- უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმე გამოძიებულ იქნას და წარიმართოს შემჭიდროებულ ვადებში.
რეკომენდაცია ამ მხირვ მიეცა შინაგან საქმეთა მინისტრსაც და მთავარ პროკურორსაც. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, 2012 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ პირთა საქმიანობის შესწავლა უნდა წარიმართოს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მიუკერძოებელი და სწრაფი გამოძიების პრინციპის დაცვით.

"სამწუხაროდ პარლამენტის დადგენლების მიხედვით, რომელიც გასულ წელს იქნა მიღებული ამ საქმესთან დაკავშირებით, საქმეს კვლავ იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
2013 წლის სახალხო დაცმველის ანგარიში ასევე ასახავს სამართალდამცველების მხირდან ძალის გადამეტების ფაქტებს და ამ ფაქტებზე არაეფექტური გამოძიების პრობლემას. როგორც უჩა ნანუაშვილმა სხდომაზე განაცხადა, ამის შესახებ სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა, რომ ეს საქმეები იქნას გამოძიებული.
ანგარიშში ასევე ასახულია გასულ წელს ყოფილი პრემიერის, ივანე მერაბიშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანის ფაქტი და მასზე გამოძიების ჩატარების აუცილებლობა. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, პარლამენტმა ძალაში დატოვა ასევე მოწმეთა დაკითხვის წესი და არ გაითვალისწინა ამ მხრივ სახალხო დამცველის რეკომენდაცია.
გასულ წელს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურასაც მიმართა, რათა გამოძიებულ იქნას ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად მასალის მოპოვების ფაქტები და დამნაშავე პირები მიეცნენ პასუხისგებაში. ანგარიშში ასევე ასახულია რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტებიც, რომლებთან დაკავშირებითაც სახალხო დამცველი დროულ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1060
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია