დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო და სხვა ასოცირებული ქვეყნები, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის წინა ხაზზე დგანან
ავტორი:
2017/ოქტომბერი/20 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/janelidze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458608-mikheil-janelidze-saqarthvelo-da-skhva-asocirebuli-qveynebi-evrokavshiris-tsinaaghmdeg-mimarthuli-agresiis-tsina-khazze-dganan.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - საქართველო და სხვა ასოცირებული ქვეყნები, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული აგრესიი...", "datePublished": "2017-10-20 06:57:21", "dateModified": "2017-10-20 06:57:21", "description": ""საქართველო და სხვა ასოცირებული პარტნიორი ქვეყნები, ევროკავშირისა და მისი მთლიანობის წინააღმდეგ მიმა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/janelidze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } "საქართველო და სხვა ასოცირებული პარტნიორი ქვეყნები, ევროკავშირისა და მისი მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მძიმე აგრესიის წინა ხაზზე დგანან. აღმოსავლეთ პარტნიორობა, როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილება, რეგიონში სტაბილურობის, პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მთავარი გარანტია", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში, საგარო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას "აღმოსავლეთ პარტნიორობის" დაგეგმილ სამიტზე საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა იმ შედეგებზე, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა ბოლო წლებში მიაღწიეს. მათ შორის ყურადღება გაამახვილა უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე საქართველოს მოქალაქეებისათვის, რასაც წინ უძღოდა მნიშვნელობანი ძალისხმევა, გატარებული რეფორმები და სამუშაოები. მან ქართველი ხალხის სახელით ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა ვიზალიბერალიზაციის პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საქართველომ აამუშავა ყველა საჭირო მექანიზმი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ყოვლისმომცველი საინფორმაციო კამპანია, სადაც ზედმიწევნითაა ახსნილი მოქალაქეების უფლებები და ვალდებულებები.

როგორც სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღებული გამოცდილება და მიღწეული შედეგები საქართველოს დაეხმარება განსაზღვროს სამომავლო ნაბიჯები. მისი შეფასებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა უნდა აჩვენოს ნათელი პოლიტიკური ხედვა და მომავალი მიზნები. "აღნიშნული ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ნდობა მხოლოდ პრაქტიკულ შედეგებს არ ეფუძნება", - აღნიშნა მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 618
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია