დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა - არც მე, არც მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებების არ გვეშინია
ავტორი:
2014/ივლისი/31 12:30:02
ხელისუფლება ტელეკომპანია "რუსთავი-2-ზე" დარტყმისთვის ემზადება და ცდილობს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლაში ხელი შეუშალოს , - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ბრალდებულმა გიგი უგულავამ პროცესის დასასრულს განაცხადა.
"ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხელისუფლების დარტყმის ობიექტი "რუსთავი 2" იქნება. უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები მაფიქრებინებს, რომ ის სამართლებრივი პასკვილი, რომელსაც ესენი აცხობენ, არ არის უკანასკნელი და ემსახურება სულ სხვა რამეს. არსებული ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობის ფონზე დარტყმის ობიექტი იქნება "რუსთავი 2", რაც გამოიწვევს ხალხის მღელვარებას და ხელისუფლებას სურს, ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლაში ხელი შეუშალოს. რაც ყველაზე მთავარია, არც მე, არც მიხეილ სააკაშვილს, არც ჩვენს მეგობრებს არ გვეშინია ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ამ ქმედებების, რადგან მსგავსი ხრიკებით ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ. პროტესტი ახალ ლიდერებს შობს", - განაცხადა გიგი გულავამ.
უგულავას განცხადების პარალელურად, პროკურორი მალხაზ კაპანაძე ცდილობდა, მისთვის საუბარი შეეწყვეტინებინა და მოსამართლეს სთხოვდა, ვინაიდან უგულავას განცხადება საქმის მასალებს არ ეხებოდა, შეეჩერებინა იგი. განცხადების დასრულების შემდეგ უგულავამ მალხაზ კაპანაძეს უზრდელი უწოდა და მოსამართლეს მიმართა, რომ თავის ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდოს ბრალდების მხარის წარმომადგენელს.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განმარტა, რომ სასამართლო პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არ ითვალისწინებს, თუმცა გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, პერიოდულად მას მიეცემა ამის საშუალება საქმესთან დაკავშირებით.
პროკურორსა და უგულავსა შორის სიტყვიერმა დაპირისპირებამ სასამართლო დარბაზში ხმაური გამოიწვია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1149
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია