დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ხუხაშვილი - თბილისის მერიამ მართვის უკეთესი მანქანა შექმნა, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ ეს თავისთავად არაფრის გარანტია არ არის
ავტორი:
2018/იანვარი/15 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xuxashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473082-gia-khukhashvili-thbilisis-meriam-marthvis-ukethesi-manqana-sheqmna-vidre-adre-iyo-magram-es-thavisthavad-arafris-garantia-ar-aris.html", "headline": "გია ხუხაშვილი - თბილისის მერიამ მართვის უკეთესი მანქანა შექმნა, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ ეს თავისთავად...", "datePublished": "2018-01-15 09:39:47", "dateModified": "2018-01-15 09:39:47", "description": "თბილისის მერიამ მართვის უკეთესი მანქანა შექმნა, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ ეს თავისთავად არაფრის გარანტი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xuxashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის მერიამ მართვის უკეთესი მანქანა შექმნა, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ ეს თავისთავად არაფრის გარანტია არ არის, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა თბილისის მერიაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, მერია რეორგანიზაციის კუთხით სწორი მიმართულებით მოძრაობს.

“გამსხვილების კუთხით გადადგმული ნაბიჯები სისტემის მართვას ამარტივებს და გამარტივება თავისთავად ეფექტურობას სძენს. წარმოდგენილ ცვლილებებს მე პოზიტიურად ვაფასებ. დანარჩენი მართვაში უნდა ვნახოთ. ის, რომ მერიამ უკეთესი მანქანა შექმნა სამართავად, ვიდრე ადრე იყო, ეს თავისთავად არაფრის გარანტია არ არის, რადგან მართვაც უნდა იცოდე. მოქმედებაში უნდა ვიხილოთ, როგორ იფუნქციონირებს ეს ყველაფერი. ის თუ, რატომ არ აკეთებდა ამას დავით ნარმანია, ეს კითხვა ჰაერში ეკიდება - შეიძლება ამას დღეს უყურებს და მაინც და მაინც არც სიამოვნებს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება არქიტექტურის სამსახურიდან ურბანული განვითარების მიმართულების გამოყოფას და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის შექმნას, ხუხაშვილის თქმით, “ეს საინტერესო ნაბიჯია“.

“ურბანიზაციასა და არქიტექტურის სამსახურს შორის გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი არის. ისინი ცალ-ცალკე იქნება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთმანეთს დააბალანსებენ და გააწონასწორებენ, რაც საინტერესო გადაწყვეტილებაა. ეს ის შემთხვევა არ არის, რაც ბიუროკრატიას გაზრდის - პირიქით, იქმნება ურთიერთკონტროლის მექანიზმი“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია დღეს, “რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 610
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია