დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საზოგადოებრივი დამცველი - მთლიანობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში და ორგანიზებულად ჩატარდა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/22 14:00:01
../photo/2015_02/00-1IVLIS-2014/saz-damcveli.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459194-sazogadoebrivi-damcveli-mthlianobashi-archevnebi-mshvid-vitharebashi-da-organizebulad-chatarda.html", "headline": "საზოგადოებრივი დამცველი - მთლიანობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში და ორგანიზებულად ჩატარდა", "datePublished": "2017-10-22 10:06:26", "dateModified": "2017-10-22 10:06:26", "description": "მთლიანობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში და ორგანიზებულად ჩატარდა, - ასე აფასებს ადგილობრივი თვითმმართ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1IVLIS-2014/saz-damcveli.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთლიანობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში და ორგანიზებულად ჩატარდა, - ასე აფასებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საზოგადოებრივი დამცველი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაციის დამკვირვებლებს, საარჩევნო უბნებზე არ დაუფიქსირებიათ სერიოზული სახის დარღვევები.

”2017 წლის 21 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმართველი ქალაქის/თვითმართველი თემის მერის არჩევნებს თბილისის მასშტაბით, 5 საარჩევნო ოლქში, „საზოგადოებრივი დამცველის“ დამკვირვებლები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიაში დააკვირდნენ.

ორგანიზაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები განაწილებულები იყვნენ სხვადასხვა შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე, სადაც საზოგადოებრივი დამცველის დამკვირვებლები დააკვირდნენ: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას.

კენჭისყრის მიმდინარეობას თბილისში, „საზოგადოებრივი დამცველი“ ხუთი მობილური ჯგუფებით აკვირდებოდა.

ორგანიზაციის დამკვირვებლებს, საარჩევნო უბნებზე არ დაუფიქსირებიათ სერიოზული სახის დარღვევები. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით უმეტეს შემთხვევაში კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაირა, დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელზეც ჩვენი დამკვირვებლების მხრიდან იქნა მითითებული და საუბნო საარჩევნო კომისიებმა ადგილზე მოახდინეს შესაბამისი რეაგირება.

მთლიანობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში და ორგანიზებულად ჩატარდა. კენჭისყრის პროცესი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, საზოგადოებრივი დამცველის თავჯდომარის ირინა ფუტკარაძის მიერ შეფასდა დადებითად.

საზოგადოებრივი დამცველი გააგრძელებს არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შემაჯამაბელი ოქმების სისწორის შესწავლა/დამუშავებას, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შემაჯამებელ ოქმებს გაასაჩივრებს შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში კანონმდებლობის შესაბამისად.

სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ორგანიზაცია განაგრძობს არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს არჩევნების საბოლოო შეჯამებამდე”, - ნათქვამია საზოგადოებრივი დამცველის ინფორმაციაში.



თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია