დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კანდელაკი - "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები მერაბ ტურავასა და ნინო გვენეტაძისთვის მომზადდა
ავტორი:
2014/ივლისი/30 19:30:02
"ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მერაბ ტურავას დანიშვის მიზანს ემსახურება. მათივე განცხადებით, ამავე კანონის მიზანი უზენაეს სასამართლოში ნინო გვენეტაძის დაბრუნებაა.
საუბარია დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტზე, რომლის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის დამაბრკოლებელი გარემოება აღარ იქნება და დისციპლინური გადაცდომისთვის გათავისუფლებულ მოსამართლეებს თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევათ. პროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, პირს კვლავ მოსამართლედ დანიშვნის შესაძლებლობა დისციპლინური გადაცდომისთვის სახდელის დაკისრებიდან ხუთი წლის შემდეგ ეძლეოდა, თუმცა განხილვების დროს პროექტის ეს ნაწილი შეიცვალა და პარლამენტში ახლა წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვით, მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის დამაბრკოლებელი გარემოება ის დისციპლინური გადაცდომა აღარ არის, რაც სადღეისოდ გაუქმებულია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნული პროექტი ყოფილი მოსამართლეების მერაბ ტურავას და ნინო გვენეტაძის გამო მომზადდა.
"კანონპროექტის ერთადერთი მიზანი არის უზენაეს სასამართლოში კონკრეტული პიროვნებების დანიშვნა. მიზანი არის, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შემდეგი ვადით მერაბ ტურავა გახდეს, ხოლო უზენაეს სასამართლოში "რესპუბლიკური პარტიის" აქტივისტი ნინო გვენეტაძე დაინიშნოს. ეს ის მერაბ ტურავაა, რომელიც არის არა მხოლოდ შევარდნაძის პერიოდის ერთ-ერთი მოსამართლე, არამედ სიმბოლოა ამ ეპოქის, სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციის, ჩამოშლის და სიმბოლო შეუმდგარი, ჩაფლავებული სახელმწიფოსი. თქვენ მერაბ ტურავაზე ჭრით და კერავთ კანონს. ეს ის მერაბ ტურავაა, რომელმაც საკუთარ გადაწყვეტილებაში გაამართლა ქრთამი და თქვა, რომ ქრთამი, რომელსაც პოლიციელი იღებდა, გადაუდებელი აუცილებლობა იყო. როცა თავის დროზე მერაბ ტურავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება, დადასტურდება, რომ ამ კანონპროექტს სწორედ მისთვის იღებთ. ტურავამ სხვა გადაწყვეტილებაში მტკიცებულებად მოიყვანა აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ გაცემული ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც, რა თქმა უნდა, არის უკანონო. თავის მესამე გადაწყვეტილებაში ბატონმა ტურავამ ერთ-ერთი პიროვნების საყვარელს ცოლის უფლებები მიანიჭა - მან შეითავსა ეკლესიის და სამოქალაქო რეესტრის ფუნქციები. ამ კანონის მიღების მიზანია ასევე ქალბატონი გვენეტაძის დანიშვნა, რომელიც არის პოლიტიკური აქტივისტი", - განაცხადა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონი ადგენს საფუძვლებს, რაც მოსამართლედ დანიშვნის დამაბრკოლებელ პირობას წარმოადგენს. კერძოდ, მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც მოსამართლის თანამდებობიდან მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის, ასევე კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის და დისციპლინური გადაცდომის გამო იყო გათავისუფლებული.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 877
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია