დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კოჟორიძე - გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი პოლიტიკური კრიზისი გახდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიქმნა
ავტორი:
2018/ივნისი/15 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kojoridzekaxa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498845-kakha-kozhoridze-giorgi-kvirikashvilis-premier-ministris-thanamdebobidan-tsasvlis-mizezi-politikuri-krizisi-gakhda-rac-bolo-periodis-ganmavlobashi-sheiqmna.html", "headline": "კახა კოჟორიძე - გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი პოლიტიკური კრიზ...", "datePublished": "2018-06-15 19:02:08", "dateModified": "2018-06-15 19:02:08", "description": "გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი პოლიტიკური კრიზისი გახდა, რაც ბ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kojoridzekaxa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი პოლიტიკური კრიზისი გახდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიქმნა, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ამ კონტექსტში კოჟორიძემ განმარტა, სამართლაინობის აღდგენის დაპირების მიუხედავად, მოხდა ისე, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმ სისტემაზე დადო ფსონი, რომელი სისტემის წინააღმდეგაც 2012 წელს ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა.

“ამაზე საუბარი ერთი თვის წინ არ დაწყებულა. ბოლო ექვსი წელია მიდის საუბარი, რომ ქვეყანაში საჭიროა სამართლიანობის აღდგენა, რომ არ უნდა დაიდოს ფსონი იმ მოსამართლეებზე, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რომ უნდა შეიცვალოს სისტემა, ხედვები და კადრები პროკურატურაში, შს სამინისტროში და სხვა სამართლადამცავ ორგანოებში. ამ პრობლემის დიაგნოზი ჩვენ უკვე იმ აქციებზე ვიხილეთ, სადაც არაერთი შვილმკვდარი მშობელი გამოვიდა, რომლებიც თავის ტკივილს საქვეყნოდ აცხადებდნენ“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
თემა: სამთავრობო ცვლილებები პრეზიდენტი პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია