დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონფერენცია მიმდინარეობს
ავტორი:
2014/სექტემბერი/29 11:00:02
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონფერენციის მეოთხე ყოვეწლიური შეხვედრა მიმდინარეობს.
ღონისძიების მასპინძლები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია. კონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა გახსნა. კონფერენციას ასევე ესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.
როგორც ევროპულ და ევროატალანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ძალიან სერიოზულ ყურადღებას უთმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების განვითარებას და მათთან თანამშრომლობას.
"ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი არის ეს კონფერენცია, რომელიც იმართება პერიოდულად", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, ასევე ახალი კანონმდებლობის მიღების კონტექსტში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება.
რაც შეეხება საერთაშორისო კონფერენციას ის აერთიანებს 36 ქვეყნის წარმატებულ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს როგორც ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებიდან.
მეოთხე ყოველწლიურ შეხვედრაზე კონფერენციის მონაწილეები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულების გზებს განიხილავენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 879
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია