დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრემიერის თავმჯდომარეობით ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება
ავტორი:
2014/ივლისი/29 09:30:02
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით დღეს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 49-ე სხდომა გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მთავრობის კანცელარიაში დაგეგმილ სხდომას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება.
სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და საქართველო-ეროკავშირის ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია