დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ აბაშიძე - ამ ეტაპზე პრაღის ფორმატში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება, მომავალი გვიჩვენებს, რამდენად საჭირო იქნება რაიმე ცვლილებები
ავტორი:
2017/ნოემბერი/08 14:00:02
../photo/2015_02/00-1MARTI-2014/abashidze-zurab-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461846-zurab-abashidze-am-etapze-praghis-formatshi-cvlilebebis-shetana-ar-igegmeba-momavali-gvichvenebs-ramdenad-satciro-iqneba-raime-cvlilebebi.html", "headline": "ზურაბ აბაშიძე - ამ ეტაპზე პრაღის ფორმატში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება, მომავალი გვიჩვენებს, რამდე...", "datePublished": "2017-11-08 10:10:40", "dateModified": "2017-11-08 10:10:40", "description": "რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მორიგი შე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1MARTI-2014/abashidze-zurab-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში, 16 ნოემბერს გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშიძემ განუცხადა, პრაღაში განსახილველი თემების თაობაზე ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს შესაბამის უწყებებთან, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

„პრაღის შეხვედრების დღის წესრიგი ითვალისწინებს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხების განხილვას. ჩვენ ამჟამად ვაწარმოებთ კონსულტაციებს ჩვენს შესაბამის უწყებებთან, უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრაღაში განსახილველი თემების თაობაზე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომლებიც დადებითად აფასებენ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკასა და ძალისხმევას. რუსეთთან ურთიერთობების ყველაზე რთული საკითხები, მოგეხსენებათ, ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფარგლებში განიხილება. ეს ფორმატი განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს“, - განაცახდა აბაშიძემ.

პრაღაში 16 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო უწყებებისა და ტრანსპორტის სამსახურების წარმომადგენლები.

თავად ფორმატის ცვლილება, აბაშიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„პრაღის დიალოგი იძლევა არა მხოლოდ გარკვეული პრაქტიკული პრობლემების განხილვის საშუალებას, არამედ იგი ორმხრივი კომუნიკაციის საშუალებაცაა. რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ასეთი კომუნიკაციის არხის არსებობა ნებისმიერ „კლიმატურ პირობებში“ აუცილებელია. ამ ეტაპზე პრაღის ფორმატში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. მომავალი გვიჩვენებს, თუ რამდენად შესაძლებელი და საჭირო იქნება რაიმე ცვლილებები. ზოგადად კი რუსეთთან ურთიერთობა არ არის მარტივი საქმე. აქ ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს დავესესხები, რომელმაც ამას წინათ განაცხადა, რომ „რუსეთთან დიალოგია რთულია და სწორედ ამიტომაა საჭირო ეს დილოგი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია