დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებს
ავტორი:
2014/ივლისი/28 13:00:02
საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს, 14:00 საათზე გააკეთებს.
პროკურატურაში, სავარაუდოდ, შემდგომ ღონისძიებებს განმარტავენ, რომელთა გატარებასაც სამართალდამცველი უწყებები მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში გეგმავენ.
ექსპრეზიდენტი მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დღეს, 11:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა რა საქმეზე, უცნობია. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ამის მაგივრად მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "ამ ფარსში მონაწილეობას არ აპირებს".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია