დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - ჩვენ ვართ კონსტრუქციული, მაგრამ კრიტიკული ოპოზიცია
ავტორი:
2014/ივლისი/27 10:30:02
თქვენ უბრალოდ ცნება – "არაკონსტრუქციული" და "კრიტიკული" ერთმანეთში გერევათ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გუშინ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს და მინისტრობის კანდიდატებს, რომლებიც"ნაციონალური მოძრაობის" წევრთა განცხადებებს არაკონსტრუქციულად აფასებდნენ.
ბაქრაძის განმარტებით, არაკონსტრუქციულია ის ოპოზიციური ძალა, რომელიც არსებული პოლიტიკური სისტემის შეცვლას ძალადობრივი გზებით ცდილობს.
"როცა საუბარია ოპოზიციის არაკონსტრუქციულობაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ პრობლემურ საკითხებს ვაყენებთ, მინდა გითხრათ, რომ მე მგონი, თქვენ უბრალოდ ცნება გერევათ და "არაკონსტრუქციული" და "კრიტიკული" გეშლებათ ერთმანეთში. ოპოზიცია ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში არაკონსტრუქციულია, როდესაც ის არ ეთანხმება არსებულ პოლიტიკურ სისტემას და ძალადობრივი გზებით ცდილობს მის შეცვლას. როდესაც ოპიზიცია არ ცდილობს არსებული პოლიტიკური სისტემის დანგრევას და მხოლოდ აპროტესტებს, ნებისმიერ დემოკრატიაში ესაა კონსტრუქციული ოპოზიცია. ამიტონ ჩვენ ვართ კონსტრუქციული, მაგრამ კრიტიკული ოპოზიცია, რომელიც იქნება კრიტიკული უმუშევრობაზე, ბიუჯეტზე, ხალხის მომავალზე. ამას ნამდვილად გავაკეთებთ მომავალშიც", - აღნიშნა ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სხდომაზე არა ქვეყნის მომავალზე, არამედ ისევ წარსულზე საუბრობდნენ.
"ნებისმიერი პარლამენტისთვის დღე, როცა ხდება მთავრობის დამტკიცება, უნდა იყოს მნიშვნელოვანი დღე და საუბარი იმართებოდეს მომავალზე - იმაზე, თუ რას მოუტანს მთავრობა ქვეყანას. სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი დებატები წავიდა უკვე კარგად ნაჩვევი სტილით – ბრძოლა წარსულთან, საუბარი 9 წელზე და, პრაქტიკულად, არაფერი მომავლის შესახებ", - განმარტა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია