დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფრაქციის თავმჯდომარე - გვაქვს არგუმენტები, რატომ უნდა მოხდეს აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება
ავტორი:
2014/სექტემბერი/13 12:00:02
თბილისში არგუმენტებით ჩამოვდივართ, თუ რატომ უნდა მოხდეს აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე აკაკი ძნელაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ფრაქციის წარმომადგენლები პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატრიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრებს ხვალ დაგეგმილ სხდომაზე არგუმენტებს გააცნობენ.
"ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები, რომელიც მედიაშიც გამჟღავნდა. არსებობს უამრავი დამატებითი არგუმენტიც, რომელსაც პოლიტსაბჭოს გავაცნობთ და შევეცდებით პარტიის წარმომადგენლები დავარწმუნოთ, რომ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენება არის აუცილებელი. ეს ხომ არ არის მართლა ქარიშხალი ჭიქაში რაღაცის გამო? ვინმეს პოლიტიკური დივიდენდები სურს თუ რა? - არ გვსურს. ჩვენ ვართ "ოცნების" წევრები, ჩვენ დავაფუძნეთ ეს პარტია, ჩვენ ვართ იმ მოძრაობის წევრი, რომელმაც დემოკრატიულად დაამხო სააკაშვილის ხელისუფლება, მოვედით სათავეში და გვინდა რომ იყოს დემოკრატია", - განაცხადა აკაკი ძნელაძემ.
რაც შეეხება პარტიის განცხადებას, რომ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, ძნელაძის განმარტებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ პირადად პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული იყო.
"პარტიასთან შეთანხმებული არ იყო, მაგრამ, ბევრჯერ ვიყავით პრემიერთან ჩასული და მან ამ პრობლემის შესახებ იცოდა. ბოლო წლის განმავლობაში 3-4 ჯერ მაინც შევხვედრილვართ", - აღნიშნა აკაკი ძნელაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით,
პოლიტსაბჭოს ხვალინდელ სხდომაზე პარტიის ლიდერთა მხრიდან კრიტიკას ელის, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
"კრიტიკას ველოდებით, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით, გვსურს კრიტიკაც - შეიძლება დამნაშავეები ვართ, ამასაც მივიღებთ. მაგრამ არის ფაქტი, რომელსაც ხაზი უნდა გავუსვათ. ჩვენ ვაფიქსირებთ სწორედ ფაქტს, თორემ პრობლემას არ ვქმნით", - დასძინა მან.
პარტია "ქართული ოცნება – დემორკატიული საქართველო" 14 სექტემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენების შესახებ იმსჯელებს.
საკითხის განხილვა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე 12:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულ საკითხზე პარტიამ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას "თვითნებური ქმედება" უწოდა.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 862
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია