დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის მოცულობა რჩება იგივე, რაც არის 2014 წელს
ავტორი:
2014/ივლისი/24 18:00:02
პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის მოცულობა 2014 წლის ბიუჯეტის ანალოგიური იქნება. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. როგორც რიგგარეშე სხდომაზე ითქვა, პარლამენტის ბიუჯეტი მომავალი წლისათვის 52.91 მილიონ ლარს შეადგენს, როგორც ეს არის მიმდინარე წელს, ცვლილებები კი განხორციელდება შიდა გადანაწილების გზით.
პარლამენტს ორი თვის წინ წარედგინა დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით, 2015 წლისათვის პარლამენტის ბიუჯეტი 54 მილიონ 695 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, რაც წლევანდელთან შედარებით, 2 მილიონ 604 ათას ლარზე მეტია. ამ თემის გარშემო გამოწვეული გარკვეული ვნებათაღელვის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტი 2015 წლისათვის აღარ გაიზრდება და დარჩება იგივე, რაც არის 2014 წელს.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია