დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - დავით ნარმანია თბილისის მერობის ნებისმიერი მსურველის სერიოზული კონკურენტი იქნება
ავტორი:
2013/ნოემბერი/25 09:30:02
დავით ნარმანია თბილისის მერობის ნებისმიერი მსურველის სერიოზული კონკურენტი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დავით ნარმანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრია და იგი თბილისის ძალიან კარგი მერი იქნება. "კოალიციამ დაიწყო მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, როგორც თითმმართველობის რეფორმის თვალსაზრისით, ისე ძირითადი პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად. დარწმუნებული ვარ, დავით ნარმანია თბილისის მერობის ნებისმიერი მსურველის სერიოზული კონკურენტი და თბილისის ძალიან კარგი მერი იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ დაირღვევა კანონი, თუ დავით ნარმანია წინასაარჩევნო კამპანიას მინისტრის რანგში წარმართავს, დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომ კოალიცია კანონის დარღვევას არ აპირებს.
"კანონდარღვევა არ ყოფილა, როდესაც გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრობისას კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა და ცხადია, კანონი არც დავით ნარმანიას შემთხვევაში დაირღვევა. დავით ნარმანია მინისტრის პოსტზე საქმიანობას განაგრძობს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1100
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია