დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წულუკიანი - ევროსაბჭოს რეზოლუციის სისხლის სამართლის საქმეზე დართვა უგულავას და კეზერაშვილის არც დანაშაულს ამტკიცებს და არც უდანაშაულობას
ავტორი:
2014/ოქტომბერი/08 09:00:02
ევროსაბჭოს რეზოლუცია გინდ ყოფილა, გინდ არა სისხლის სამართლის საქმეში, რადგან ის არც მოცემული პირების დანაშაულს ამტკიცებს და არც მათ უდანაშაულობას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" საუბრისას განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, გაუგებარია, ყოფილი მერის გიგი უგულავასა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეებზე ევროსაბჭოს რეზოლუციის მტკიცებულებად დართვის მიზანი.
"მოსამართლის ეს გადაწყვეტილება არის მოსამართლის გადაწყვეტილება. სისხლის სამართლის საქმეზე იმას დაურთავს, რასაც მიიჩნევს საჭიროდ, მაგრამ მე ვერ ვხვდები რა არის ან დართვის მიზანი ან არდართვიდან გამომდინარე დადებითი ან უარყოფითი შედეგი. ეს რეზოლუცია გინდ ყოფილა, გინდ არა სისხლის სამართლის საქმეში, იმიტომ, რომ ის არც მოცემული პირების დანაშაულს ამტკიცებს და არც მათ უდანაშაულობას", - აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი არ მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციიდან მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით "რაიმე ტიპის რეკომენდაცია არის გასათვალისწინებელი". "რეკომენდაცია არის ერთადერთი - რეკომენდაცია შეეხება იმას, რომ სასამართლო პროცესები უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ. ამისთვის მე არ მჭირდება ევროსაბჭოს რეკომენდაცია, ეს ისედაც ვიცი. ეს იციან მოსამართლეებმაც",-განაცხადა წულუკიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 956
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია